უცხო წარმომავლობის მწერები დევნილთა დასახლებაში {video}

2013 წლის 22 ნოემბერი | 11:59

თამარის დასახლებაში ე. წ. დევნილების უბანში მცხოვრებლები მავნე მწერების სიმრავლეს უჩივიან. მოსახლეობის თქმით, დახლოებით 5 დღეა კორპუსში მცირე ზომის შავი ჭიები მომრავლდა, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს საათებში აქტიურდებიან.

დღეისათვის მწერების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ რამდენიმე ოჯახმა უკვე ბინებში, ფანჯრებსა და აივნებზეც შენიშნა. ადგილობრივები შიშობენ, რომ მწერები ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. ისინი შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ქალაქის მერის თქმით, სადარბაზოების დეზისენქციის პროგრამა 6- თვიანია და ოქტომბრის თვეში დასრულდა. ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის მიზნით შესაბამის სამსახურებს საჭირო ღონისძიებების გატარება დაევალება.

დეზისენქციის სამსახურის უფროსის თქმით, 15- წლიანი პრაქტიკის განმავლობაში მას მწერების გააქტიურების მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. ედუარდ ზაქარაძე ამბობს, რომ ხვალ ენტომოლოგების დასკვნას ელოდება, რომლის შემდეგაც რეაგირება დაიწყება.

თამარის დასახლებაში აცხადებენ, რომ მერიას დახმარებას ოთხი დღის განმავლობაში თხოვდნენ, თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტი დევნილთა დასახლებაში შექმნილი მდგომარეობით მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ დაინტერესდა.

ავტორები:

ლანა ძაძამია, ლაშა თავდგირიძე, მირზა ციმნარიძე.

წყარო: TV25.ge.